ერთმანეთს შეურიეთ საფუარი, შაქარი, მარილი, ფქვილი. დაასხით თბილი წყალი, მოურიეთ, რომ გაიხსნას მშრალი ინგრედიენტები და დაამატეთ ზეთი. დააცერით ზევიდან ფქვილი (სანამ ფქვილი იცრება, საფუარი იწყებს მოქმედებას). მოზილეთ ცომი. (5 წუთის შემდეგ, უკვე შეკრულ მასას, რამდენჯერმე აიღეთ და დააგდეთ მაგიდაზე. ცომი იცვლის კონსისტენციას და ხდება ჰაეროვანი. ხელსაც აღარ ეკრობა). მოზელილ ცომს ზეთიანი ხელი შემოუსვით, ცოტა ზეთი თასშიც ჩააწვეთეთ, ჩადეთ ცომი, დააფარეთ თავზე და 90 წთ-ით დადგით თბილ ადგილას. აფუებული ცომი გაყავით 4-ნაწილად. დაასვენეთ კიდევ 10-15 წთ. შემდეგ, მიეცით ბატონის ფორმები. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და კიდევ დააცადეთ 30 წუთით. (1 ფორმაზე დადეთ 2 ცალი). ღუმელში შედგმამდე დასერეთ მჭრელი, ან საკანცელარიო დანით და თავზე გადაუსვით 1ს/კ ზეთისა და 1ს/კ წყლის ნაზავი. ცხვება 180-200 გრადუსზე (ღუმელს გააჩნია). 20 წუთის შემდეგ, დაარეგულირეთ გემოვნების მიხედვით. ვისაც ცოტა დაბრაწული უყვარს, შეუძლია, 35-40 წუთიც გააჩეროს, თუ არა, 20-დან 30 წუთამდე მზად იქნება. ახალ გამოღებულს ისევ ის ნაზავი უნდა გადაუსვათ და დააფაროთ ჩაის ტილო. შესანახი თუ დარჩა, არ დაიფშვნება და გემოს არ შეიცვლის. მიირთვით, შეგერგოთ!