წვენსაწურიდან მიღებული 5 ლიტრი ვაშლის წვენი დაადუღეთ 1,5 ლიტრამდე. ჩააყარეთ გათლილი და დაჭრილი გოგრა, როცა ერთად მოიხარშება, მურაბად გადაიქცევა. „ფოტოზე ჩამურია, უძველესი ქვის ჯამი. ეს ჩამური ქედაშია და სამი- ოთხი საუკუნისაა. ჩემი წინაპრები ამაში ნაყავდნენ სხვადასხვა ხილსა და ნატურალურ წვენს იღებდნენ. შემდეგ, წვენს დაადუღებდნენ სქელი სეროფივით. ვაშლის წვენისგან ამზადებდნენ ლეჩერს, მსხლის და თუთისგან ბაქმაზს. დიდხანს ინახავდნენ და მიირთმევდნენ.“