ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, გააკეთეთ ჩაღრმავება, მოათავსეთ ღრმულში ზეთი, ცხელი წყალი, შაქარი, სოდა, ვანილი და მზილეთ ნაზი ცომი, თუ ხელზე ძალიან დაგეწებათ, გამოიყენეთ ცოტა ფქვილი. თასზევე გადააკრით ცელოფანი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე. მოამზადეთ გულსართი: 8 ც საშ.ზომის ვაშლი გათალეთ, გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ შაქარი 120 გრ, თუ უფრო ტკბილი გიყვართ, ცოტა კიდევ დაამატეთ, ვანილი და ნახევარი ჭიქა ფქვილი აურიეთ კარგად. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 160 გრადუსზე. ფორმის ზომა - 28 დმ. ცომი გაყავით ორად, გააბრტყელეთ ფორმის ზომაზე, დაადეთ გულსართი და ნაპირებზე მოიტოვეთ ადგილი, 2-3 სმ. დაადეთ ზემოდან ცომის მეორე ფირფიტა და ნაპირები ამოუკეცეთ ლამაზად, მიაწებეთ ერთმანეთს. ჩხირით დავჩხვლიტეთ ზემოდან, რამოდენიმე ადგილას. ფორმას ქვეშ გაუფინეთ კალკის ქაღალდი. ზედაპირი რომ შეიფერება ვარდისფრად, მზადაა. გამოიღეთ, დაჭერით ცხელივე და მოაყარეთ შაქრის პუდრა. უმარტივესი და უგემრიელესია.