კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ კარგად , შემდეგ დაამატეთ ხაჭო, გამაფხვიერებელი, ვანილი და ფქვილი კარგი მორევით მიიყვანეთ ერთგვარ მასამდე და დააყოვნეთ 10-15 წუთით. ამასობაში, ქვაბში ჩაასხით ზეთი, დადგით გაზქურაზე და ცხელ ზეთში ჩაყარეთ პატარა ბურთის ფორმებად. ტემპერატურა აკონტროლეთ, ძალიან არ გაცხელდეს ზეთი.