ცომისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ მიქსერის ჯამში და დაბალ სიჩქარეზე შეაერთეთ, გადმოიტანეთ ნახევრად მზა ცომი მაგიდაზე და გააგრძელეთ დამუშავება მაგიდაზე. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. (ცემა-დარტყმა ზედმეტი არ იქნება. ფენოვან ცომს „უყვარს“). ამოიღეთ დაახლოებით 1700გრ ცომის მასა. გაანაწილეთ 3 გუნდად და ცოტახანი მოასვენეთ. (თუ მიიღეთ 3 გუნდა, მაშინ 2 ჯერ უნდა წაუსვათ მარგარინი 80-80გრ. ჯამში 160გრ თითო გუნდაზე. პირველ ჯერზე გააბრტყელეთ გუნდა, წაუსვით მარგარინს (80გრ) ცომის ზედაპირის 1/3ზე, დაკეცეთ კონვერტივით და ცელოფანდაფარული მოვათავსეთ მაცივარში, 30 წუთით. შემდეგ გაიმეორეთ ეს პროცედურა- გააბრტყელეთ გუნდა, წაუსვით მარგარის, დაკეცეთ და მაცივარში მოათავსეთ. მესამეჯერ, უბრალოდ ცარიელზე გაბრტყელება-დაკეცვაა საჭირო. მზა გუნდები ერთჯერად ცელოფნებში მოათავსეთ მაცივარში. ცომის გამოყენება შეიძლება უკვე მზაობიდან 1-2 საათის შემდეგ.