ხორცი ააჭერით ნეკნს და გაასუფთავეთ. მარილი, ქონდარი და პილპილი წაუსვით, გააკეთეთ ხვეულა, შეკარით საცხობი ძაფით. მობრაწეთ მთლიანად და გამოაცხვეთ ფოლგაში გახვეული, 180 გრადუსზე,10 წუთის მანძილზე. ხორცის წონა – 300 გრ. ხახვი ალყა-ალყად დაჭერით, მოშუშეთ ნიორთან ერთად, დაუმატეთ ცალკე მობრაწული გულები და დააყარეთ ქონდარი, დაუმატეთ მაყვალი და ღვინო, მარილი და პილპილი, შუშეთ ნელ ცეცხლზე, გამომცხვარი ხორციც დაუმატეთ და გააგრძელეთ მოშუშვა ხუთი წუთით. საოცრად გემრიელია.