ისპანახი გარეცხეთ, მოაჭერით ბოლოები, საეჭვო ფოთლებიც მოაშორეთ და ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 5 წუთით, ამოიღეთ და გადაავლეთ ცივი წყალი, ხელით კარგად გაწურეთ და დაჭერით დანით, ხახვი დაჭერით საშუალო ზომებად, მოშუშეთ ბლომად ცხიმში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს და დააყარეთ დაჭრილი ისპანახი, ცოტახანი ერთად მოშუშეთ, დააჭყლიტეთ 3 კბილი ნიორი, სულ ცოტა უცხო სუნელი და ხმელი ქინძი. დაფქული წითელი წიწაკა, მარილი და ბოლოს ბლომად ქინძი. ზემოდან მოაყარეთ ბროწეული.