ძირი გნებავთ ფხვიერი ცომის თავად მოამზადეთ, გნებავთ ჩიზქეიქივით ფხვიერი ორცხობილისა და კარაქის გააკეთეთ. ეს არის ტორტის ბისკვიტი, კლასიკური ოღონდ, ტარტის ფორმაში. არის დაახლოებით 2-3 სმ სიმაღლის. ბისკვიტს მოუსვით ალუბლის მომჟავო მურაბა კარგად. ( ნებისმიერი მჟავე ხილფაფა, ჯემი და მურაბა გამოდგება. მთავარი სიმჟავეა ამ შემთხვევაში) ზემოდან გადაანაწილეთ მორჩენილი მოხარშული რძის ფაფა. ზემოდან გააფორმეთ ორთქლზე ამოყვანილი შვეიცარიული მერენგას კრემით (უსასწაულესი კრემია). 3 კვერცხის ცილა, 200 გრ შაქარი და მწიკვი ლიმონმჟავა შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, დაიწყეთ თქვეფა, მოქსერის დაბალი სიჩქარით და ნელ-ნელა მოუმატეთ, 10 წუთი დაახლოებით, ბეზე გაბევრდება და გაფუმფულდება. 10 წუთში გადმოდგით და კიდევ 10 წუთი გააგრძელეთ თქვეფა, თან, ამასობაში, შეგრილდება კრემიც და კარგად გასქელდება. ზემოდან მოწვით სპეციალური საკონდოტრო მოწყობილობით, იდეალური კარამელის გემოს შესძენს. მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები, რადგან ეს სიმჟავე ძალიან უხდება.