დაჭერით ერთი პატარა თავი ხახვი, ნიახურის ღერო – ძალიან წვრილად და მოთუშეთ კარაქში, სანამ ხახვი არ გამჭვირვალდება, დაამატეთ ცოტა ნაღები და ერთი ჩაის კოვზი პამიდვრის პასტა. დაუმატეთ ქოქოსის რძე და ბულიონი (ქათამი, კრაბი), ჩაყარეთ სუნელები, მეოთხედი ჩ.კ თევზის და ჩილი სოუსი, ბოლოს ჩაყარეთ კრაბის მუქი ფერის ხორცი. ნაწილი მუქი ხორცის კი შეურიეთ მოხარშულ ბრინჯს წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვთან, წიწაკასთან და მარილთან ერთად. ჩაასხით წვნიანი ჭურჭელში, შუაში, ზემოდან მოათავსეთ კრაბის თეთრი დაძენძილი ხორცი, გააფორმეთ მოხალული მდოგვის მარცვლებითა და მწვახე ხახვით.