სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ თაფლი და შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე (არ უნდა ადუღდეს). გადმოდგით და 10 წუთის შემდეგ ისევ დადგით, ისევ მიიყვანეთ ადუღებამდე, ისევ გადმოდგით 10წუთით. შემდეგ დადგით და ჩაამატეთ მზა, მოხალული, ზესუმზირის გული და ურიეთ მუდმივად, 3-4 წუთით. გადმოდგით და მოათავსეთ სველი ხის დაფაზე. დააცადეთ ოდნავ გაგრილება და დაჭერით სასურველ ფორმებად. შემდეგ გააგრილეთ ბოლომდე, მაგალითად, მოათავსეთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში. ბოლოს ამოავლეთ შოკოლადში. შოკოლადი გაადნეთ ორთქის აბაზანაზე. გამოდის რბილი და უგემრიელესი.