ცივი კარაქი დაჭერით კუბებად და ფქვილთან ერთად მოათავსეთ თასში. კარგად გადაურიეთ ერთმანეთს, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ ნუშის ფქვილი, შაქრის პუდრა და მარილი, კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და ბოლოს, დაუმატეთ გათქვეფილი კვერცხი. ცომი ზილეთ იქამდე, ვიდრე თასს მთლიანად არ მოშორდება და ხელზე აღარ მიგეკრობათ. მოამრგვალეთ და გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში. შეინახეთ მაცივარში, მინიმუმ 4 საათით. შემდეგ გააბრტყელეთ, დაახლოებით 3 მმ სისქემდე და კოხტად გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, გვერდები ამოუყვანეთ კარგად, რათა ცხობის დროს ოდნავ დაიწევს დაბლა. (თუ გაბრტყელების დროს ცომი გათბა და გაცხიმიანდა, ცოტა ხნით ისევ შედგით მაცივარში, რათა კარგად დაფიქსირდეს ფორმა). ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ ყველგან და შედგით წინასწარ,180°- ზე გახურებულ ღუმელში,10 - 12 წუთით, სანამ ოდნავ არ შეწითლდება. მანამდე მოამზადეთ გულსართი: დაბალ ცეცხლზე დადგით კარაქი, ყავისფერი შაქარი, ვანილი და ნეკერჩხლის სიროფი, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ ფქვილი, გადაურიეთ სწრაფად. შემდეგ დაუმატეთ უხეშად დაჭრილი, მოხალული პეკანი და გათქვეფილი კვერცხი. ყველაფერი გადაურიეთ კარგად და გულსართიც მზადაა. გულსართი დაასხით ნახევრად მომზადებულ ტარტში და თავზე დაალაგეტ პეკანი, (ეს უკანასკნელი თქვენი დიზაინით შეგიძლიათ მოალაგოთ). კვლავ შედგით ღუმელში, 15 -20 წუთით, 180° -ზე.