გარეცხეთ კარგად მარილში, სოდაში, ძმარში და ბოლოს გამდინარე წყალში. წამოდუღდების შემდეგ, მოქაფეთ და თან წყალი გამოუცვალეთ. ჩაასხით მდუღარე წყალი. ფაშვი და ფეხები უნდა მოხარშოთ ცალ-ცალკე. (ასე მომზადებული კიდევ უფრო გემრიელია) როცა მოიხარშება ფაშვი (ნახარშის გარეშე) გადაურიეთ ფეხების ნახარში. თეფშზე შეაზავეთ დანაყილი ნიორი, მარილი და რძე. შოთი და არაყიც ძალიან უხდება.