ძირი შეიძლება იყოს სხვადასხვა ბისკვიტი, ამ შემთხვევაში მომზადებულია რძითა და კარაქით, 24 სმ დიამეტრის ფორმისათვის. დაიწყეთ სუფლეს მომზადება: სუფლე მზადდება იტალიურ მერენგაზე, ანუ მოხარშულ ბეზეზე. მოამზადეთ ეტაპობრივად. კარაქი ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ შესქელებული რძე ,ვანილინი. ჟელატინს დაუმატეთ წყალი, მოურიეთ და დატოვეთ რომ ამოფუვდეს. ( მერენგაში დამატების წინ უნდა გააცხელით ორთქლის აბაზანაზე). წყლითა და შაქრით მოადუღეთ სიროფი, სქელძირიან ქვაბში. როგორც კი ადუღდება, ჩარეთთ მიქსერი და დაიწყეთ ცილას თქვეფა მწ. მარილთან და ლიმონმჟავასთან ერთად. სიროფი ადუღეთ 116° - მდე და ცხელ-ცხელი დაამატეთ ცილასთან. მენერგა როცა გამყარდება, დაუმატეთ გამდნარი ჟელატინის მასა, ათქვიფეთ და დაუმატეთ კარაქიანი კრემი, შესქელებული რძით. .1 - 2წუთით ათქვიფეთ და სუფლეც მზადაა. გემრიელად მიირთვით.