ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად, შეურიეთ გული და შაქარი. ნუში გახეხეთ, შეურიეთ სახამებელი, ფქვილი და შეურიეთ ორივე ნარევი. დაალაგეთ ცომი ქაღალდის კონუსებში და გამოაცხვეთ ღუმელში, 15-20 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაზე და გამომცხვარ „ნაძვის ხეებს“ ფუნჯით წაუსვით, გააბრტყელეთ დაჭრილი ფისტა. სუფრაზე მიტანის წინ ნამცხვრებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.