გარეცხეთ, გაასუფთავეთ ყველა ინგრედიენტი და ერთად მოხარშეთ. მოხარშული მასა ამოიღეთ, წვენი შეინახეთ. შესაბამისად, დაჭერით ფილე, რომ ბლენდერს არ გაუჭირდეს მისი დანაწევრება. მოათავსეთ ყველაფერი ბლენდერში. დაუმატეთ 5 ს.კ. ჭარხლის წვენი. 200 გრ. შენახულ წვენს (ცოტა შეგრილებულს) დაუმატეთ ნელ-ნელა 30 გრ. ჟელატინი. კარგად მოურიეთ და დაამატეთ ბლენდერში. დაამატეთ მარილი გემოვნებით. დააბლენდერეთ კარგად და მიიღებთ სასურველ ფაფისებრ მასას, რომელის ფორმაში გადატანაც ადვილი იქნება. (შეგიძლიათ ცოტა ნახარში წვენი კიდევ დაამატოთ, რადგან ფილე საკმაოდ მშრალია და ყველა ფირმისაც ერთნაირად არ იხარშება). გადაიტანეთ პლასტმასის ბოთლში, გააჩერეთ 12 საათით მაცივარში და ბოთლის გაჭრის შემდეგ, ძეხვს ადვილად გადმოიტანთ ფორმიდან.