2 მთლიანი და 1 კვერცხის ცილით გააკეთეთ კარგი გოგლიმოგლი. დიდხანს თქვიფეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გაიხსნება კვერცხში. დაამატეთ 3 სადილის კოვზი თაფლი, ოდნავ მარილი, 1 შეკვრა ვანილი და კვლავ განაგრძეთ თქვეფა. დაამტეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და 1 სადილის კოვზი ძმარი, მოურიეთ კარგად და 150 გრამი ზეთი. ეს ყველაფერი კარგად რომ გაიხსნება ერთმანეთში შეურიეთ ფქვილი, იმდენი რომ ცომისაგან ამოიღოთ ბურთები (ფქვილი სჭირდება დაახლოებით 500 გრამი რადგან გააჩნია ფქვილს). ცომი ხელზე არ უნდა გვეკრობოდეთ, ამ მასიდან გამოდის 14 ცალი კორჟიკი. ფქვილმოყრილ ტაფაზე ცომის ბურთები დაალაგეთ, ოდნავ ხელით გააბრტყელეთ და წაუსვით შენახული კვერცხის გული, ათქვეფილი 1 სადილის კოვზ მაწონთან და 1 სადილის კოვზ უნალექო ყავასთან ერთად. (თუ ყავა მსხვილია, შეგიძლიათ ქვასანაყში დანაყოთ) ბოლოს ბურთები დასერეთ ჩანგლით და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. სჭირდება დაახლოებით 15 წუთი, სრულ მზაობამდე.