ააცალეთ კვერცხს ცილები, მწ.მარილთან და შაქართან (100გრ) ათქვიფეთ მიქსერით თეთრი და მყარი ბეზეს მიღებამდე. ცალკე ჯამში შეუერთეთ კვერცხის გულები, დარჩენილი 30გრ შაქარი, თაფლი, სოდა, მოურიეთ კარგად და ფრთხილად დაუმატეთ ბეზეს მასასთან, სილიკონის კოვზით ფრთხილად მოურიეთ, დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, შეურიეთ. საკონდიტრო ქაღალდზე უნდა წაუსვათ თანაბრად, სასურველ ზომის ბისკვიტი და გამოაცხვეთ 190-200°-ზე, შეწითლებამდე. ამ ინგრედიენტებით გამოვიდა 4 ცალი, 20სმ დიამეტრის ბისკვიტები. გათქვიფეთ კარაქი, დაუმატეთ მოხარშული შესქელებული რძე, კოვზებით ნაღები და ბოლოს ვანილინი. გაფორმება-სურვილისამებრ.