ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქარი, დაუმატეთ არაჟანს დამატებული სოდა, შემდეგ კი ფქვილი, მასა გაყავით შუაზე, მასის ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო. გაყავით 4 ან 5 ნაწილად, ცხვება 180-ზე, 8-10 წუთი. კრემის მომზადება: კარაქი ათქვიფეთ, დაუმატეთ შესქელებული რძე, შემდეგ არაჟანი და ბოლოს ვანილი. ფირფიტები დაკრემეთ. მინანქრის მომზადება: ქვაბში მოათავსეთ კაკაო, შაქარი და რძე, ადუღების შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ცხელ მასაში კარაქი და ბოლოს შოკოლადი. გადაანაწილეთ ნამცხვარზე და გემრიელად მიირთვით.