2 კგ მსხალი გარეცხეთ კარგად და გათალეთ. მოადუღეთ სიროფი (1კგ შაქარი და 500მლ წყალი) 10-15 წუთით, მსხლები ამოავლეთ სიროფში, დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, ადუღდება დაახლოებით 5-10წუთში, გადმოიღეთ საწურზე. ეს პროცედურა გაიმეორეთ 4–ჯერ, მეხუთე ჯერზე დაამატეთ 1/4 ჩ კ. ლიმონმჟავა სიროფში, ვანილინი,ბოლოს კი ჩაუშვით მსხლები სიროფში, ყვითელი საღებავი დაამატეთ და მოადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, 15 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ და გააგრილეთ მსხლები. ჩააფინეთ ღუმელის ტაფაზე საკონდიტრო ქაღალდი. გააშრეთ 5-6 საათის განმავლობაში ღუმელში, 90-100°ზე. შემდეგ გადმოიტანეთ საშრობ აპარატში და გააშრეთ კიდე 6 საათის განმავლობაში საშრობზე, 55-60°ზე. ოქროსფერი, სურნელოვანი და ვიზუალილურად ლამაზი ცუკატებიც მზადაა.