აჭარული ხაჭაპური
დრო 90წთ
ულუფა 3
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა ცომი - 200 გ
  • ერთი ხაჭაპურისთვის:
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • კვერცხი - 1
  • შაქარი - 1 ჩ.კ
  • საფუარი - 12 გ
  • ზეთი - 1 ს.კ
  • რძე - 200 მლ
  • ფქვილი - 600 გ
  • გახეხილი ყველი - 180 გ
  • კვერცხი - 3
  • კარაქი - 20 გ
მომზადების წესები

ავურიოთ ფქვილში საფუარი, შაქარი და მარილი და დავასხათ რძე, მოვზილოთ ნაზი ცომი და ვაცალოთ ამოფუება. შემდეგ გავაბრტყელოთ მრგვალად.

შემოვახვიოთ ორივე მხრიდან და წვეროები შევუკრათ, მივცეთ ნავის ფორმა (იხილეთ ფოტო)
წავუსვათ ამ ნავებს კვერცხის გული.

ყველს დავამატოთ ერთი კვერცხი და ეს მასა გავანაწილოთ ნავის ფორმაში.

შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ ცოტა რომ შეწითლდება გამოვიღოთ ღუმელიდან, დანით ხაჭაპურის გულში გავაკეთოთ ჩაღრმავება და შიგ უმი კვერცხი მოვათავსოთ, შევაბრუნოთ  ღუმელში 5 წუთი, სანამ ცილა შეიკვრება.

გამომცხვარი ხაჭაპური გამოვიღოთ ღუმელიდან,  დავადოთ ზემოდან კარაქის ნაჭერი და მივირთვათ გემრიელად.

 

2 საშუალო ზომის აჭარული ხაჭაპური + 2 ჭიქა კოკა-კოლა რესტორანში "ამრა".

ტეგები:
კვერცხი ყველი ხაჭაპური აჭარა ნანახია: 187142