2 ჭიქა გარეცხილი და საწურზე გაწურული გრძელი ბრინჯი ჩაყარეთ მდუღარე 2 იმავენაირ ჭიქის წყალში, მოადუღეთ. დაამატეთ ნახევარი ჩ.კ. მარილი, 150-200 გრ.შაქარი (გემოვნებით), 100 გრ. მარგარინი, ან 80 მლ.ზეთი. (კარაქი არასამარხვო, თუ გნებავთ), წამოდუღებისას ჩაყარეთ ბრინჯი. ერთხელ კარგად ამოურიეთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. აუცილებელია ქვაბს ჰქონდეს თავსახური მყარად, რომ ორთქლი არ იპარებოდეს. ხარშეთ დაახლოებით 25-30 წუთით, მინიმალურ ტემპერატურაზე. სანამ ბრინჯი იხარშება, 100-150 გრ ქიშმიში და 100 გრ. გარგარის ჩირი გარეცხეთ და გაწურეთ საწურზე. შემდეგ დაჭერით ჩირი და ქიშმიშთან ერთად მოთუშეთ 50 გრ. მარგარინში ( არასამარხვოს შემთხვევაში – კარაქში) .თან ურიეთ, რომ არ მიიწვას. მალევე გამორთეთ, როცა ქიშმიში ოდნავ დაიბერება. მოხარშული ბრინჯი გადმოიღეთ. ცხელი ბრინჯის ერთ ფენას დააყარეთ მოთუშული ქიშმიში და ჩირი, შემდეგ მეორე ფენა ბრინჯი და ისევ ქიშმიში და ჩირი, ასე ბოლომდე. ბოლოს მოაყარეთ ზემოდანაც გარგარის მთლიანი ჩირები, ასევე საზამთროს, ციტრუსისა და მსხლის ცუკატებიც შეგიძლიათ. ძალიან უხდება ნებისმიერი ციტრუსი.