მთლიანი ბადრიჯნები დასერეთ დანით, მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 10 წუთით, გაწურეთ ხელით, გადაუსვით ზეთი და კალკადაფენილ ფორმაზე, ღუმელში გამოაცხვეთ, 170 გრადუსზე. გაატარეთ ნიგოზი და ნიორი ხოცსაკეპში, მოაყარეთ სუნელები, დაასხით ძმარი და ხელით კარგად აურიეთ, გამოწურეთ ზეთი. შეინახეთ, დაამატეთ ცოტა მდუღარე, ქაფქაფა წყალი, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ახალი ხახვი, ქინძი. ბროწეული. გამომცხვარ ბანრიჯანს ცოტა შუაგული ამოაცალეთ და ამოავსეთ ნიგვზიანი მასით, ზემოდან მოაყარეთ ბროწეული და მოასხით გამოხდილი ზეთი.