მოხარშეთ საქონლის გულ-ღვიძლი და ნაწლავები, შემდეგ წვრილად დაჭერით, დაუმატეთ ცოტა ქონდარი, წითელი წიწაკა, ნიორი და მარილი . ცალკე ტაფაზე მოთუშეთ დაჭრილი ხახვი, გადაიტანეთ ტაფაზე დაჭრილი გულ–ღვიძლი, ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი, მწვანე ქინძი, ბროწეული – სურვილისამებრ.