შოკოლადის ბისკვიტი: ათქვიფეთ კვერცხის ცილა და დანის წვერით მარილი დაუმატეთ, შემდეგ შაქარი დაუმატეთ ეტაპობრივად, კვერცხის გული, თაფლი, ზეთი. გამორთეთ მიქსერი და ჩააცერით ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი, მოურიეთ ფრთხილად, გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, განკუთვნილი არის 24-26 სმ ფორმისთვის, გამოაცხვეთ 170-180°ზე, 45 -50 წთ დაახლოებით. თაფლის ბისკვიტი : ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ თაფლი, გამორთეთ მიქსერი და შეურიეთ ნიგოზი, ფქვილი და გამაფხვიერებელი. გამოაცხვეთ 170-180 გრადუსზე, ორივე წვაზე, 35 წუთით დაახლოებით. დასანამად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძიანი ყავა, ამ შემთხვევაში დამატებულია ერთი ჭიქა რძე, 1 ს/კ მოუხარშავი შესქ. რძე და დანამეთ. კრემი: ოთახის ტემპერატურის კარაქი ათქვიფეთ, დაუმატეთ შესქ.რძე, კაკაო და ვანილი. კრემი გადაანაწილეთ ფენებზე, მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი, მორთეთ სურვილისამებრ. უგემრიელესი, ფაფუკი ტორტიც მზადაა