კარაქში მოიყვანეთ წვრილად დაჭრილი, პატარა თავი ხახვი და სტაფილო, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ ფერს. დაუმატეთ მოხარშული ხორბალი, (წითელი დოლი), დააბლენდერეთ ნიგოზთან და ქეშიუსთან ერთად, დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ნიორი. ეს ყველაფერი გაატარეთ წვრილ ბადეში, რომ ხორბლის ჩენჩოსგან გაანთავისუფლოთ აურიეთ 30გრ კარაქი და პაშტეტიც მზადაა. გათალეთ მწიფე ხურმა, დაჭყლიტეთ და დაუმატეთ დაღერღილი წიწაკა, 3 ფირფიტა ჟელატინი გადაიტანეთ ფორმებში და შედეთ მაცივარში, გამაგრებამდე. დასრისეთ შავი ნიორი და კარაქთან ერთად დანით მიეცით ყვავილის ფორმა. მოხალეთ მოხარშული ხორბალი, ცოტა ზეთში დააჩოფერეთ ფხვიერი მასის მიღებამდე. ააწყვეთ თეფშზე, სურვილისამებრ.