ძალიან წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიახურის ღერო. მოვშუშოთ კარაქში, დავამატოთ გაღვივებული ხორბალი და დავტოსტოთ 5 წუთით. დავუმატოთ 100 გრ ღვინო და ვაცადოთ ამოორთქლება, შემდეგ კი ნელ-ნელა ამატეთ ხმელი სოკოებისგან მიღებული ბულიონი და უკვე დამბალი სოკოები. ხშირად ამოვურიოთ და დაშრობისას ვამატოთ ბულიონი, როცა მასა შესქელდება შევკმაზოთ მარილით, წიწაკითა და ცოტაოდენი მუსკატით, ბოლოს კარაქი 100გრამი, 100 გრამი გახეხილი პარმეზანი. ცალკე გავახუროთ ზეთი, ამოვავლოთ ვარდისფერი და ლურჯი სოკოები სიმინდის სახამებელში და მარილში, ცოტაოდენ დაღერღილ წიწაკასთან ერთად და ჩავყაროთ ცხელ ზეთში. შევწვათ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს. გულა სოკო დავჭრათ რგოლებად და ტაფაზე მოვბრაწოთ ცოტაოდენ კარაქთან ერთად, ყავისფერი ჩესტანტი კი გამოვაცხოთ ღუმელში, მარილთან ერთად.