გავთალოთ 8 ცალი ფეიხოა და დავაბლენდეროთ, დავუმატოთ 50მლ ჯეჯილის წვენი და დავაბლენდეროთ, გადავწუროთ რომ მივიღოთ წმინდა მასა. მოვამზადოთ ნაყინის ბაზა: ავიღოთ 3 ცალი კვერცხის გული და 75გრ შაქარი, ავთქვიფოთ გოგლი- მოგლი, დავუმატოთ 250 მლ თბილი რძე, ვანილი და მწიკვი მარილი. დავდგათ ცეცხლზე, წამოდუღებამდე (ვურიოთ განუწყვლეტივ), ჯიჯილის და ფეიხოას მასას დავუმატოთ 50 მლ ნაღეები და შევურიოთ ნაყინის ბაზაში, დავამატოთ აზოტი და შევდგათ საყინულეში. 1 ცალი კვერცხის გული, 100გრ კარაქი და 300 გრ ფქვილი ავურიოთ ფხვიერი მასის მიღებამდე, დავუმოატოთ ცოტა მარილი და შავი საღებავი. გავშალოთ საცხობ ქაღალდზე და შევდოთ 180 გრადუსზე, 25 წუთით. ცხიმში მოვხალოთ მოხარშული ხორბალი, სანამ ხრაშუნა არ გახდება და მარცვლები ფერს არ შეიცვლის. დავაყაროთ მარილი და დაღერღილი წიწაკა. ცალკე ტაფაზე გავადნოთ 200გრ შაქარი და დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი ნაღები, კარამელი გადმოვასხათ პერგამენტზე და მოვაყაროთ ცხარე მარცვლები ისე, რომ კარამელი დაიფაროს. მივცეთ სასურველი ფორმა, დაველოდოთ გოზინაყის გაციებას და გამაგრებას. გავადნოთ შავი შოკოლადი და ქაღალდზე დავახატოთ სასურველი ფორმის ხეები, შევდოთ საყინულეში, 5 წუთით და ხეებიც მზად არის. დესერტი ავაწყოთ სურვილისამებრ და გამოვიყენოთ ამოსული ჯეჯილი, თავისი ფესვებით.