ჩაშუშული ხორცი ღვინითა და პამიდვრით
ჩაშუშული ხორცი ღვინითა და პამიდვრით
დრო 120წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პამიდვრის პიურე - 350 გ
  • ხახვი - 1-2 თავი
  • საქონლის ხორცი, რბილი - 600-800 გ
  • კარაქი - 2 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
  • სტაფილო - 2
  • თეთრი ღვინო - 120 მლ
  • ნივრის კბილი - 1-2
მომზადების წესები
ზეთი და კარაქი ტაფაზე გავაცხელოთ და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ხახვი. 

ხორცს გავუკეთოთ ჭრილები და ჩავუდოთ ნივრის ნაჭრები. შემდეგ ჩავდოთ ბოსტნეულთან ერთად  და შევბრაწოთ. 
რამდენიმე წუთში დავამატოთ 250-500 (საჭიროების მიხედვით)  წყალი და პამიდვრის პიურე. ვშუშოთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი, ხორცის დარბილებამდე. შემდეგ დავასხათ ღვინო. წამოდუღების შემდეგ გამოვრთოთ და გარნირთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.