ლობიოს დავამატე დაფნის ფოთოლი, წიწაკა, ნიორი და მოვხარშე კარგად. (წვენი კარგად უნდა გაუსქელდეს მაშინაა ლობიო მოხარშული) დავამატე ოქროსფრად დაბრაწული, ალყა-ალყა ხახვი, ტომატთან ერთად, სქლად დაჭრილი მწვანილები, ბოლოს დავამატე ძმარი მარილი ქონდარი სიმწარე და გამოვრთე. ასევე შევანელე ჯონჯოლი, კიტრი, კომბოსტოს მარინადს მოვაყარე წვრილად დაჭრილი ქინძი და კახური ზეთი.