გახეხეთ კომბოსტო, სტაფილო, დაჭერით წიწაკა და დაასხით ცხელი მარინადი: 1 ლიტრა წყალი, ძმარი, მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის კაკლები - ეს ყველაფერი ადუღეთ 2-3 წუთით. ზემოდან სიმძიმე დაადეთ და შეინახეთ გრილ ადგილას. მესამე დღეს შეგიძლიათ გემრიელად ახრაშუნოთ.