ფქვილი და დარბილებული ონა კრემი კარგად გააფხვიერეთ. დაამატეთ ვანილი,შაქარი და კვერცხის გული. მოზილეთ ცომი, გააკეთეთ პატარა გუნდები და ამოავსეთ ფორმა. დაჩხვლიტეთ ძირები და გამოაცხვეთ დაბალ ტემპერატურაზე. გულსართი:1 კოვზი კომშის ჯემი და ზემოდან, მოხარშული კრემი. მორთეთ საკვები დეკორით. ძალიან ხრაშუნა და გემრიელია.