ვარიანტი 1: ღრმა ჯამში ქოქოსის ფანტელს ნელ-ნელა შევაზილოთ შესქელებული რძე. უნდა მივიღოთ მკვრივი მასა, ისეთი, რომ ფორმის მიცემისას არ დაიშალოს. გავაკეთოთ ბურთები ამ მასით (მე ნახევარი გამოვიყენე) და ამოვავლოთ გამდნარ შოკოლადში, ზემოდან ზოლებად მოასხით თეთრი შოკოლადი. ვარიანტი 2: იგივე შიგთავსი გამოვიყენოთ ზუსტად(მომზადებული მასის მეორე ნახევარი), ოღონდ, შუაგულში მოვათავსოთ მთლიანი თხილის გული და ისე შევკრათ ბურთი. მორჩენილი თხილი ბლენდერით დავაქუცმაცოთ, (ძალიან პუდრასავთ არ დაფქვათ, ცოტა საშუალო ზომებად რომ დაიტეხოს) და ჩავყაროთ გამდნარ შოკოლადში, კარგად გადავურიოთ და ისე ამოვავლოთ ბურთები. მზა გემრიელობები 1 საათით გავაჩეროთ მაცივარში, შოკოლადი რომ გამაგრდება მზადაა და შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.