კრემის მომზადება: წყალს დავამატოთ ფქვილი, შაქარი და შევდგათ ნელ ცეცხლზე, მუდმივი მორევით მოვხარშოთ. შემდეგ, გადმოვდგათ და ჩავამატოთ მარგარინი. კარგად ავურიოთ, მის სრულ გახსნამდე. დავაფაროთ ცელოფანი, ზედაპირთან კონტაქტში და ასე შევაგრილოთ, შემდეგ კი შევდგათ მაცივარში. ცივი კრემი ავთქვიფოთ ვანილთან ერთად. გულისართისთვის გამოვიყენოთ ნებისმიერი ჯემი, უმჯობესია მომჟავო. ცომის მომზადება: ფქვილს ჩავახეხოთ ცივი მარგარინი და ხელით გავაფხვიეროთ, დავამატოთ მარილი, პუდრა, გამაფხვიერებელი, მაიონეზი და ცივი წყალი. ცომი დიდხანს არ უნდა დავამუშავოთ, უბრალოდ შევკრათ გუნდად და ჩავდოთ ცელოფანში. მოვათავსოთ მაცივარში, მინიმუმ 30 წუთით. შემდეგ დავყოთ პატარა გუნდებად და ჩავდოთ ტარტალეტკის ფორმებში (უცხიმოდ). შუაგული დავჩხვლიტოთ ალაგ-ალაგ, ჩანგლით და შევდგათ საყინულეში, ცომის გამყარებამდე. შემდეგ კი, გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. აწყობა: ცივ ტარტაკეტკებს შუაგულში დავადოთ ჯემი და დავფაროთ კრემით.