პატარა კუბიკებად დაჭრილ ცივ კარაქს ვაცრი ფქვილს, გამაფხვიერებელისა და შაქარს, ხელით კარგად ავაფხვიერე ,დავუმატე არაჟანში ათქვეფილი კვერცხი და ამ მასით მოვზილე ცომი. გავანაწილე ფორმაზე (ზომა 30სმ დ), კარგად ამოვიყვანე გვერდები და შევდგი საყინულეში, 5 წუთით ( ცხიმი არ გამომიყენებია ფორმაზე წასასმელად ). დავჩხვლიტე ცომი ჩანგლით, ვაცხვე 180 გრადუსზე. კრემის მომზადება: კვერცხის გულს დავუმატე შაქარი, მარილი, ვანილი, სახამებელი და რძე, მასა კარგად გავაერთიანე და შემოვდგი დაბალ ცეცხლზე, მუდმივი მორევით. როცა შესქელდა, გადმოვდგი, დავუმატე ცხელს 50გრ კარაქი, ისევ კარგად ავურევ,რომ კარაქი გადნეს და ვაყოვნებ გაგრილებამდე. დანარჩენ კარაქს ვურევ უკვე ცივ ფაფას. ტარტზე ჯერ მაყვლის მურაბა გადავანაწილე აქა-იქ და შემდეგ კრემი. გააფორმეთ სურვილისამებრ.