კვერცხი ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ კარაქი, გავაგრძელოთ თქვეფა. შემდეგ დავუმატოთ რძე, სოდა, ფქვილი, მოვზილოთ რბილი ცომი. გავანაწილოთ პატარა სასურველ ზომის გუნდებად (ჩემს შემთხვევაში 15 ცალი.) თითო გუნდა გავაბრტყელოთ გრძელად, შიგნით ჩავდოთ გაწურული ბლის მურაბის მარცვლები რიგობით, გრძელი ცომის (მილის) პირები მივაწებოთ ერთმანეთს და დავდოთ ღუმელის ტაფაზე ისე, რომ "ნაკერი" მილის ქვეშ დარჩეს. გამოვაცხოთ 200°ზე, შეწითლებამდე. მოვამზადოთ კრემი და ამ მიღებული მილებით ავაწყოთ "ქოხი" - (5+4+3+2+1). კრემი -200გრ კარაქი და 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე. "მილებში" შეგვიძლია მოვათავსოთ როგორც თეთრი ბლის მურაბა, ასევე მსხვილი ქიშმიში, ალუბალი. ზემოდან ჩასხმული მინანქარი გაფორმებულია ნიგვზით (დაახლოებით 50გრ.)