შაქრის პუდრსა და ოთახის ტემპერატურის კაქარს ვთქვეფ ერთად, ვუმატებ კვერცხს, ვანილს და სახამებელს,ბოლოს ფქვილს-გამაფხვიერებლით და ხელით ვზელ კარგად შეკრულ ცომს. ვყოფ პატარა ბურთებად (30-40გრ), ვდებ ფორმაზე. ყველა ბურთულას სათითაოდ ვაჭერ ბოთლის თავსახურს, რომელიც ყოველ ჯერზე ამოვლებული უნდა იყოს კაკაო-დარიჩინის ნაზავში. ვაცხობ 20-25 წუთით,180გრადუსზე.