კვერცხი შაქართან უნდა ავთქვიფოთ, 15-18წუთით, შემდეგ დავამატოთ სოდა,ზეთი, ვანილინი. მიქსერი გამოვრთოთ და სილიკონის კოვზით, ან ხელით მოვურიოთ და თან, დავამატოთ გაცრილი ფქვილი, ეტაპობრივად. ჩავასხათ ბისკვიტის ცომი წინასწარ, საკონდიტრო, ქაღალდჩაფენილი ქვაბში. ვაცხობთ 180-190-200°ზე. მზაობას ვამოწმებთ ჩხირით. (ცხვება 25-35 წუთის განმავლობაში, გააჩნია კვერცხების რაოდენობასა და ქვაბის სისქეს) კრემში - საკონდიტრო ნაღებია გათქვეფილი (შეგიძლიათ გომოიყენოთ ნებისმიერი კრემი). შიგთავსში გამოყენებულია ფორთოხლის ნაჭრები, გაფორმებულია ბეზესა და მარმელადის თეთრი გუმბათებით. 1 კარგად გათქვეფილ ცილას დავუმატე 300გრ მარმელადის მასა, ავთქვიფე კარგად. საკონდიტრო პარკითა და ფორმით დავსვი საკონდიტრო ქაღალდზე. მალე სტაბილირდება ეს მასა. მზა „გუმბათებითა“ და მარმელადით გავაფორმე „მზე“ ტორტი.