ნოგოზი მოვხალე მსუბუქად და დავჭერი. თაფლი გავაცხელე ორჯერ (მივიყვანე ადუღებამდე) და გავაგრილე. მესამე ჯერზეც დავდგი ცეცხლზე, ჩავყარე შაქარი, გამუდმებით ვურევდი. დრო და დრო, წყლით სავსე ჭიქაში ვაგდებდი თაფლის წვეთს, როცა შეიკრა ე.ი. თაფლი უკვე მზად იყო და ჩავყარე ნიგოზი, მოსარევად გამოვიყენე ხის კოვზი, როცა თაფლი და ნიგოზი შეიკრა და მორევაც უკვე რთული გახდა, მასა გადმოვიტანე ხის სველ დაფაზე, სწრაფად მივეცი ფორმა, სველი ცომის გასაბრტყელებლის საშუალებით, ვადროვე ოდნავ გაგრილება და დავჭერი სასურველ ფორმებად.