ჯამში ჩავყარე 100გრ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, 90გრ შაქარი, მწიკვი მარილი და ავურიე ჩანგლით ერთიან მასის მიღებამდე (მიქსერი არაა საჭირო), დავუმატე 50გრ უსუნო ზეთი, 1 კვერცხი და ისევ კარგად ავურიე, დავუმატე 25გრ კაკაო, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, ვანილი და ავურიე. შემდეგ დავუმატე ნელ-ნელა ფქვილი, მოვზილე ნაზი და რბილი ცომი, ხელზე აღარ უნდა ეკრობოდეს. მე 300გრ ფქვილი დამჭირდა. ცომი გადავახვიე ცელოფანში და 1-2 საათით დავასვენე მაცივარში. შემდეგ ცომი მოვჭერი სასურველ პატარა გუნდებად, მივეცი ოვალის ფორმა, დანით დავსერე გირჩისებურად. დავალაგე პერგამენტიან უცხიმო ცივ ჟარონაზე და გამოვაცხე წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა–ქვედა ცხობის რეჟიმზე, 180 გრადუსზე, დაახლოებით 15-20 წუთით. ცომს მაცივრიდან გამოღების შემდეგ ფქვილი აღარ ჭირდება, პლასტელინივით იოლი სამუშაო მასაა. გამომცხვარ გირჩებს “დავათოვე” და შაქრის პუდრა მოვაყარე. გირჩები შეგიძლიათ ათასნაირი გულსართით შეაერთოთ: ჯემები, კრემები, გლაზურები....