დაჭერით პური სასურველ ნაჭრებად. უმჯობესია წინა დღის და შედგით ღუმელში, 160 - 170° - ზე. ამასობაში ცალკე მოამზადეთ 2, ან 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1ჩ/კ მარილი, 4ს/კ ზეთი, (ზეითუნის ან მზესუმზირის) 5 ს/კ წყალი, სუნელები გემოვნების მიხედვით, ორეგანო, უცხო სუნელი, ქინძი, წითელი წიწაკა, (თუ გნებავთ პილპილიც). გამოიტანეთ ღუმელიდან სუხარიკები, მოასხით ეს მასა, კარგად მოურიეთ და განაგრძეთ მომზადება, სანამ კარგად არ შეიბრაწება. უგემრიელესი და ძალიან ხრაშუნაა.