თავდაპირველად, ვიწყებთ საფუარის მომზადებით, ნელ-თბილ რძეში და გავხსნათ გრანულებიანი შაქარი, შევურიოთ საფუარი და დავაფაროთ სამზარეულოს ტილო, გავაჩეროთ დაახლოებით 10-15 წუთით, სანამ ბუშტები არ გაუჩნდება. კარაქი გავადნოთ პატარა ჯამში, ავურიოთ ფქვილი, შაქრის პუდრა, ვანილი და კვერცხის გული. მიღებულ მასას დავუმატოთ გამდნარი კარაქი და საფუარიანი მასა, მოვზილოთ ცომი. შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილზე, სანამ მოცულობაში არ გაორმაგდება. დაახლოებით, 40-50 წუთით. საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ცოტა ფქვილი. როდესაც ცომი ამოფუვდება, კიდევ ერთხელ ჩავზილოთ. ფქვილმოყრილ დაფაზე გადავიტანოთ და დავჭრათ 1 სმ სისქისა და 7 სმ სიგრძის ნაჭრებად. ოდნავ გავაბრტყელოთ, შუაგულში ჩავდოთ 1ჩ/კ ჯემი და შევუხვიოთ გახსნილი კიდეები, ისე რომ მივიღოთ მრგვალი ფორმა. გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე, ოდნავ დისტანციით. დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 20 წუთით. საცხობი ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსზე. გავდნოთ კარაქი და გადავუსვათ ცომს ზემოდან, (ცხობის შუალედებშიც შეგვიძლია წავუსვათ 1-2 ჯერ). ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი, სანამ არ გახდება ოქროსფერი. მოვაყაროთ შაქრის პუდრა. რჩევები: საფუარი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მშრალი, ასევე ახალი . ახალი საფუარით ბევრად მალე ფუვდება ცომი ვანილის სოუსი შეგიძლიათ იყიდოთ მზა, მისი მომზადების წესი შეფუთვაზეა დატანილი, ან მიირთვათ სოუსის გარეშე.