ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და დანის წვერით მარილი დავუმატოთ, შემდეგ შაქარს ვუმატებთ ეტაპობრივად. კვერცხის გული, 1 ს/კ ცხელ წყალში გავხსნათ, ყავა დავუმატოთ, ბოლოს ზეთი, გამოვრთოთ მიქსერი და ჩავაცრათ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი, მოვურიოთ ფრთხილად, გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე, განკუთვნილი არის 24-26 სმ ფორმისთვის, ვაცხობთ 170-180°ზე, 45 -50 წთ დაახლოებით. მეორე ბისკვიტიც ანალოგიურად მზადდება. გამომცხვარი ბისკვიტები გავჭრათ შუაზე. დასანამად, დამატებულია 1 ჭიქა რძე, 1 ს/კ მოუხარშავი შესქ. რძე, უნალექო ყავა. ოთახის ტემპერატურის კარაქი ავთქვიფოთ, დავუმატოთ შესქ.რძე, კაკაო , ყავა და ვანილი. კრემი გადავანაწილოთ ფენებზე, მოვრთოთ სურვილისამებრ.