ბისკვიტის მომზადება: კვერცხს დავამატოთ შაქარი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა და ვთქვიფოთ მინიმუმ 5 წუთით. შემდეგ, სილიკონის ნიჩბით შევურიოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი. გადავიტანოთ პერგამეტიან საცხობ ლანგარზე და გამოვაცხოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 15 წუთით (არ უნდა გამუქდეს). მზა ბისკვიტს დავაფაროთ ხელსახოცი, ან პერგამენტი და გადავახვიოთ რულეტად, ასე შევაგრილოთ. კრემის მომზადება: რძეს დავამატოთ შაქარი, ფქვილი, შევდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მოვხარშოთ. შემდეგ, გადმოვდგათ და ცხელშივე ჩავამატოთ კარაქი. დავაფაროთ საკონდიტრო პარკი ზედაპირთან კონტაქტში და ასე შევაგრილოთ. შეგრილებულს დავამატოთ ვანილი და ავთქვიფოთ. აწყობა: რულეტი ფრთხილად გავხსნათ, წავუსვათ კრემი მთელს ზედაპირზე, მოვაყაროთ ხრაშუნა ბეზე და გადავახვიოთ.( ბეზე სურვილისამებრ ). მოვათავსოთ მაცივარში, 1 საათით, შემდეგ კი გავაფორმოთ სურვილისამებრ. შეგიძლიათ კრემი ჩაანაცვლოთ ჯემით.