ლობიო მოვხარშე, გავატარე ხორცსაკეპ მანქანაში. დავუმატე მარილი, დაფქული შავი პილპილი, გამდნარი მარგარინი. 5-6 წვეთი ბოლის ზეთი (შებოლილის გემო) არომატისთვის. ძალიან გემრიელია. ცომი: 1კგ ფქვილი, 1 დესერტის კოვზი მარილი,1სკ შაქარი, 1სკ საფუარი, 50მლ ზეთი, თბილი წყალი. მოვზილოთ ცომი. ზემოდან გადაუსვათ ზეთი და გავაჩეროთ ამოფუებამდე. ჩავდოთ ლობიო, მოვუკრათ თავი და გამოვაცხოთ 250 გრადუსზე. გამომცხვარს მოუსვათ ცხიმი. ფენოვანი ცომი: 3 ჭიქა ფქვილი, მწიკვი მარილი, 1სკ არაყი, 1სკ ძმარი 1ჭიქა წყალი - მოვზილოთ ცომი. გავაბრტყელოთ და წაუსვათ 1 შეკვრა შერბილებული მარგარინი. შევდოთ საყინულეში, 15 წუთით. გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, გადავკეცოთ, ისევ საყინულეში. მესამედაც გავიმეოროთ.