500 გრ ქილით მურაბა ჯერ კარტოფილის საჭყლეტით დაჭყლიტეთ, შემდეგ ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ, დაამატეთ 1 ჭიქა ზეთი, 1 ჩ/კ სოდა, ვანილი, 2 სკ კაკაო გაცრილი და ბოლოს ფქვილი. მოზილეთ საშუალო ზომის ცომი, ხელზე არ უნდა გეკრობოდეთ და გააჩერეთ საყინულეში, 1 საათით. შემდეგ გამოიღეთ ცომი და ზეთიანი ხელებით მიეცით ფორმები, დაალაგეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე. ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა, ისეთი გემრიელი ორცხობილები გამოვიდა, თან სამარხვო.