დაჭერით ნიგოზი, მოხალეთ თუ ნაყიდი ნიგოზია, რადგან ნაყიდი ნიგოზი ნესტიანივითაა. 1 (250 გრ) ჭიქის სავსე დაჭრილ ნიგოზს 3 ს.კ.თაფლსა და 1ს.კ.შაქარს ვუკეთებ. აი, ასე ვზომავ. რამდენიც ჭიქაა, იმდენი 3ს.კ.თაფლი და 1ს.კ.შაქარი. დავადგათ დაბალ ცეცხლზე, ჯერ თაფლი და ვურიოთ, როცა ქაფს დაკარგავს, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი და ისევ მორევით ვხარშოთ. გოზინაყი მზადაა, თუ ცოტა გოზინაყს ჩააგდებთ ცივ წყალში და არ დაიშლება. გადაგვაქვს სველ დაფაზე და ვასწორებთ სველი ნიჩბით. თბილი გოზინაყი ბურთებად ვაქციოთ. ჩავდოთ მაცივარში და როცა გაცივდება, ამოვავლოთ გამდნარ შოკოლადში, მაცივარში ვდებთ, რომ შოკოლადი ეგრევე შეიშროს. ესაა და ეს.