პირველ რიგში გავახუროთ ღუმელი, 170 გრადუსზე. კვერცხის გული და 50გრ შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით მწიკვ მარილთან ერთად, ცალკე ავთქვიფოთ ცილა, მივიღოთ ღრუბელი მასა, შევურიოთ 70გრ შაქარი და მასა რომ გამყარდება მზადაა. დავამატოთ კვერცხის გულის, მოვურიოთ ფრთხილად. დავამატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთად. ცალკე ჯამში ჩავასხათ რძე და ზეთი. ცომის მცირე ნაწილი, 3-4 კოვზი გავხსნათ ამ რძიანზეთიან მასაში და კვლავ ჩავაბრუნოთ მზა მასაში, ერთიც მოვურიოთ კარგად. გადავიტანოთ კალკადაფენილ, სტანდარტულ ჟარონაზე და ვაცხოთ მზაობამდე. ჩემთან 15 წთ დაჭირდა, მაგრამ ღუმელს გააჩნია. არ უნდა სველ ტილოში გადახვევა, პირდაპირ ზედაპირით მოვათავსოთ, ახალ კალკის ფურცელზე და ავაცალოთ ფრთხილად უკანა პირიდან ზედმეტი ქაღალდი. სუფთა მხრიდან ისევ კალკის ქაღალდზე მოვათავსოთ, გადავახვიოთ ცხელივე. სანამ რულეტი გილდება, მანამდე ნაღების კრემი მოვამზადოთ: 500 მლ ნაღებს დავამატოთ 4სკ შაქრის პუდრა და მიქსერით გავთქვიფოთ გამყარებამდე, დავამატოთ ვანილი. გაგრილებული რულეტი გადმოვშალოთ, გადავუსვათ ჯემი (მე მაყვლის ჯემი გამოვიყენე) შემდეგ კრემი ისე, რომ ზედაპირი დავფაროთ, ძალიან ნაპირამდე არა, იმიტომ რომ გადახვევის დროს კრემი გარეთ არ გამოვიდეს. მორჩენილი კრემი ზემოდან გადავუსვი სქლად და დავხაზე ჩანგლით, მერე კი კაკაო მოვაცერი. უგრიელესია.