ჯამში გავთქვიფოთ 5 კვერცხი, ჩავყაროთ მარილი და 3 ჭიქა წყალი, წყალი და კვერცხი რომ გაიხსნება თითო-თითო კოვზი ფქვილი ჩავაცრათ არაფრით არ დაგიკურკუშალდებათ, თუ ასე ფაფუკ თითო კოვზ ფქვილს უზამთ, ვთქვიფოთ ხელის მყარი სათქვეფით. მანამ, სანამ სრულად 3 ჭიქა ფქვილს არ გამოვლევთ, ბოლოს მოაკარით ჯამს სამზარეულოს პარკი და 30 წუთით მაცივარში მოვასვენოთ. დროის გასვლის შემდგომ, მასა ოოდნავ გასქელდება, დაამატეთ ზეთი და დარჩენილი 1 ჭიქა წყალიც, კარგად მოურიეთ, რათა ინგრედიენტები გაიხსნას და შეერიოს ერთმანეთს. ამასობაში, გავახუროთ ტაფა, ის დაბალი გვერდებით, მსუბუქი და ბრტყელი უნდა იყოს, რათა ადვილად შეძლოთ ცომის მოსხმა და მანევრირება, გამოუცდელ ან დიდი ხნის უხმარ ტაფას, ზეთიანი ,,სალფეთქი" მოუსვით პირველ ფენაზე, მეტჯერ არ დასჭირდება. ცომს როგორც კი დაასხამთ მთელ ზედაპირზე სწრაფად შემოატარეთ ზედმეტი კი უცებ გადმოღვარეთ ჯამში. ვაცხობთ მხოლოდ ერთ მხარეს, როგორც კი ბლინის ცომი ტაფის გვერდებს მოსცილდება, მზად არის გადმოსაღებად. თუ ცხობის დროს, ბლინის ცომი შეატყეთ ცოტა გასქელდა, შეგიძლიათ თამამად დაუმატოთ დაახლოებით 30 მლ წყალი, ასე იცის ხოლმე. ამ ცომით გამოდის 35 დიდი ზომის ბლინი, ჩემი ტაფა 21 სანტიმეტრია. არაა პატარა, ხორცი კი ზუსტად ერთი კილო დაგჭირდებათ, 700 გრ საქონელი 300 გრ ღორის ხორცი 2 დიდი თავი ხახვი და 1 კბილი ნიორი, პირადად მე ვანელებ შემდეგნაირად მარილი წითელი და შავი პილპილი 100 მლ წყალი Cumin-Тмин და ცოტა ხმელი ქინძით. ჯერ ვშუშავთ ოდნავ ზეთში, წმინდად დაჭრილ ხახვს და ნიორს, შემდეგ ვუმატებთ შერეულ ფარშს, თავისავე გამოღებულ წვენში თავდახურული ვშუშავთ, შემდეგ ვუმატებ წყალს და მანამდე ვშუშავ, სანამ თითქმის არ ამოიორთქლებს, აქვე ვასუნელებ რომ გემოც გაუჯდეს. შიგთავს ხშირად უმატებენ ბრინჯსაც და კვერცხსაც, შესუნელებითაც ბევრი თავის გემოზე აგემრიელებს, რაშიც შეზღუდულები არ ხართ.