კვერცხი ავთქვიფოთ და შევურიოთ შაქარი, სახამებელი, ერთმანეთში არეული, პორციებად დავასხათ ცივი რძე და კარგად გავხსნათ (შეგიძლიათ გაწუროთ მასა) წამოვადუღოთ. ადუღებიდან სამი წუთი გავაჩეროთ და ვურიოთ სისტემატიურად.გადმოვდგათ, დავაფაროთ კონტაქტურად სამზარეულოს პარკი და გავაგრილოთ კარგად, ოთახის ტემპერატურაზე. კარაქი ავთქვუფით 10 წუთით, (კარაქი და მოხარშული კრემი უნდა იყოს ერთი ტემპერატურის) და შევურიოთ თითო კოვზით მოხარშული კრემი და ვანილი!