ავაცალოთ კვერცხის ცილები, მწ.მარილთან და შაქართან (100გრ) ავთქვიფოთ მიქსერით თეთრი და მყარი ბეზეს მიღებამდე. ცალკე ჯამში შევურიოთ კვერცხის გულები, დანარჩენი 30გრ შაქარი, თაფლი, სოდა მოვურიოთ კარგად და ფრთხილად დავუმატოთ ბეზეს მასას, სილიკონის კოვზით ფრთხილად მოვურიოთ, დავუმატოთ გაცრილი ფქვილი,შევურიოთ. საკონდიტრო ქაღალდზე უნდა წავუსვათ თანაბრად, სასურველი ზომის ბისკვიტი და გამოვაცხოთ 190-200°ზე, შეწითლებამდე. გავთქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ მოხარშული შესქელებული რძე, კოვზებით ნაღები და ბოლოს ვანილინი. კარამელის პრიალა მინანქრის (გლაზური), მოსამზადებლად საჭიროა: 1).კარამელის სოუსი(140გრ შაქარი,120გრ ნაღები,30გრ კარაქი,მწ.მარილი.). 2).5გრ ჟელატინი გახსნილი 25გრ წყალში. ჯერ მოვამზადოთ კარამელის სოუსი: სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ შაქარი და დავდგათ გაზზე. პარალელურად, სხვა ჯამში ჩავასხათ ნაღები და ისიც დავდოთ გაზზე. გავაცხელოთ ადუღებამდე, როცა შაქარი ბოლომდე გალღვება (კარამელიზირდება), დავუმატებთ კარაქს, ვურევთ, ვუმატებთ ნაღებსა და მწ.მარილს. კარგად ვურევთ და კარამელის სოუსი მზადაა. ბლენდერის ჭიქაში მოვათავსოთ ჟელატინის მასა,ზედ ჩავასხათ კარამელის სოუსი და ვაბლენდეროთ ერთგვაროვანი და პრიალა მასას მიღებამდე. პრიალა მინანქარი გამოვიყენოთ მაშინვე, სანამ თბილია. (40-45°..მერე სქელდება.).მზა რულეტებზე ჩავასხათ კარამელის მინანქარი და გავაფორმოთ სურვილისამებრ.